Thursday, March 21, 2024

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! - ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია! მომენატრა მზე, სინათლის მფენი; მომენატრა ზღვა, რომელიც შორია. მომაგებე შენ იგივე პალმა, სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი; მომაგებე მშობლიური გემი, მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან.

Monday, February 15, 2016

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს, ტრენენრის ინსტრუქციების მიხედვით შევქმენით საქაღალდეები ჩვენს პორტფოლიოში, გავევანით პოქტფოლიოს ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ ბლოკსქემა სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ, გადავხედეთ საფეხურებს შორის კავშირს.
გავეცანით ბუკლეტის მომზადების წეს, რომელიც მოვარგე ჩემს მიერ შერჩეულ სასწავლო პროექტს.
გავიხსენით ბლოგზე და ელექტრონულ ფოსტაზე მუშაობა. 

Saturday, July 2, 2011

ნილს ბორი


სტუდენტებს მიეცათ ასეთი ამოცანა ფიზიკაში: დაასაბუთეთ, როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით მაღალი შენობის სიმაღლის განსაზღვრა. ერთერთმა სტუდენტმა უპასუხა ასე:
"უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე, მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე. შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს."
პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა. სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში, რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს. ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული, მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო:
"ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო, რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით, რომელშიც დრო უკვე ვიცით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს."
აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან, მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო. პასუხი იყო ასეთი:
"ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა, გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ, მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი, გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა.
თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით: გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე, მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა.
უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან, დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს, თავაზიანად მიუგეთ: ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!"
ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა:
"კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით: ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს."
როგორც დღეს ცნობილია, ეს სტუდენტი იყო ცნობილი ნილს ბორი, რომელიც სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა თავისებური არაორდინალური აზროვნებით, კრიტიკულად უყურებდა გავრცელებულ სწავლის სისტემას და არ მოსწაონდა როცა მასწავლებლები ცდილობდნენ ეკარნახათ მოსწავლისათვის, როგორ ეაზროვნა.

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! - ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია! მომენატრა მზე, სინათლის მფენი; მომენატრა ზღვა, რომელიც შორია. მომაგებე შენ იგ...