Thursday, June 23, 2011

სასწავლო პროექტი – მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში


პროექტის სახელი: მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან მათემატიკის წარმოშობისა და     განვითარების ისტორიას, მის ცხოვრებასთან დაკავშირებასა და დანიშნულებას.
პროექტის სრული აღწერა:
მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
ვადა, ხანგრძლივობა: 2 თვე
სამუშაო ენა: ქართული
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები რწმუნდებიან, რომ მათემატიკის შესწავლა ეს არ არის ,,ცხოვრების ძნელი გზა'', პირიქით, იგი ცხოვრებისეული წინააღმდეგობების გადალახვის უძლიერესი იარაღია. გაეცნობიან მათემატიკურ კანონზომიერებათა კავშირს მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან, რაც გამოიწვევს დაინტერესებას და ცოდნის გაღრმავებას.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ცქვიტიშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: cqvitishvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://nankasblogi.blogspot.com



Sunday, June 19, 2011

გამოცდაზე



"30_იანი წლების ერთ-ერთი იანვრის საგამოცდო სესიების დროს უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანმა ნიკო მუსხელიშვილმა პირველი კორპუსის ფიზიკის აუდიტორიაში ფიზიკოსები შეგვკრიბა, დაფასთან მივიდა და დაიწყო:
სამი დღის წინ ამ აუდიტორიაში მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებთან მქონდა გამოცდა. რამდენიმე მათგანი ჩაიჭრა, მათ შორის ერთი სვანი. როცა ასისტენტმა მაგიდაზე და მერხებზე დარჩენილი ფურცლების ალაგება დაიწყო, ერთი პატარა რვეული შენიშნა, რომლის ყდაზე იმ სვანის გვარი ამოიკითხა. აქ ბატონმა ნიკომ ყვითელ ყდიანი მომცრო რვეული ამოიღო, გადაფურცლა და ერთი გვერდი გვიჩვენა, სადაც მსხვილი ასოებით შემდეგი ეწერა:
დალამბერის განტოლება _ . . .
ფურიეს გარდაქმნები _ . . . . .
მდგარი ტალღები _ . . .
დირიხლეს ამოცანა _ . . . .
მე ბევრი ვიფიქრე მაგრამ ეს რებუსი ვერ ამოვხსენი. მეორე დღეს მათემატიკის ინსტიტუტში წავიღე, მაგრამ ვერც იქ ვერ გაუგეს ვერაფერი. ახლა თქვენ იფიქრეთ, იქნებ რომელიმე თქვენგანი იყოს შერლოკ ჰოლმსი...
ჩვენ ბევრი ვუყურეთ დაფაზე დაწერილს მაგრამ ვერაფერს მივხვდით. მაშინ ბატონმა ნიკომ განაგრძო: გამოვიძახე სვანი სტუდენტი და ვთხოვე ამ ქარაგმების გაშიფვრა. ჩაჭრილმა სტუდენტმა ახსნა_ განმარტებაზე უარი მითხრა:
ბატონო ნიკო 2-იანი ხომ დამიწერეთ და მეტი რაღა გნებავთო, ეგ ჩემი საიდუმლოა და ვერ გავამჟღავნებო”...
მე დავპირდ, რომ თუგახსნიდა”, იმ ჩემს არადამაკმაყოფილებელ ნიშანს გავაუქმებდი და დამაკმაყოფილებელს დავუწერდი. არ დაიჯერა. მაშინ მდივანს ახალი საგამოცდო ფურცელი მოვატანინე და სტუდენტის თვალწინ დავწერე დამაკმაყოფილებელი ნიშანი, მაშინ მან მიამბო:
ბატონო ნიკო! ოჯახური პირობების მიზეზით თქვენი საგნის მოსამზადებლად ცოტა დრო დამრჩა, მხოლოდ ნაწილის სწავლა მოვასწარი, დანარჩენი საკითხები შპარგალკებად მოვამზადე და ტანისამოსის ჯიბეებში გავანაწილე. ეგ ასოები უბრალოდ მისამართებს ნიშნავს: მაგალითად, . . . _შარვლის უკანა ჯიბე და ..
ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა ალალი იყოს ჩემი ნიშანი შენზე_ ვუთხარი სიცილით.სვანი გამომეთხოვა და უკან-უკან წავიდა. შევაჩერე, ასე უცნაურად რატომ გადიხარ- მეთქი. იცით რა მიპასუხა?
ბატონო ნიკო მე მათემატიკური ფიზიკის მეთოდებში ჩავიჭერი, ზრდილობაში კი არ ჩავჭრილვარო”.
მე კიდევ ერთხელ გავუსწორე ნიშანი, ახლა უკვე _ ”ოთხიანზე”.
ათასობით სტუდენტს ჩემს ხელში თბილისის თუ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებლებში და მხოლოდ ის სვანი სტუდენტი ჩამრჩა მეხსიერებაშიო... იგონებდა ბატონი ნიკო”.

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! - ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია! მომენატრა მზე, სინათლის მფენი; მომენატრა ზღვა, რომელიც შორია. მომაგებე შენ იგ...